საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენელი WSB უნივერსიტეტში საერთაშორისო კვირეულს დაესწრო

“ევროპის უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის თანამშრომელი ნინო კანდელაკი პოლონეთში, WSB უნივერსიტეტში საერთაშორისო კვირეულს დაესწრო.

საერთაშორისო კვირეული მოიცავდა პრაქტიკულ სემინარებს, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების განხილვასა და უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებში ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ინფორმაცია მიეღოთ უახლესი ტენდენციებისა და მეთოდოლოგიის შესახებ, გაეუმჯობესებინათ მათი უნარები და სტრატეგიები.

ასევე, დამსწრეთათვის, განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ვირტუალური რეალობის (VR) სასწავლო სესიები. აღნიშნული სასწავლო მოდელი შეიქმნა პროფესიონალებისთვის, რომლებიც ჩართული არიან უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციაში და მიზნად ისახავს უნარების განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ WSB უნივერსიტეტსა და “ევროპის უნივერსიტეტს” მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს. გლობალურ აკადემიურ საზოგადოებასთან დაახლოებით, გაძლიერებული საგანმანათლებლო გამოცდილებისა და ფართო კულტურული პერსპექტივების მეშვეობით, “ევროპის უნივერსიტეტი”  ჰორიზონტის გაფართოებას აგრძელებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *