“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის უფროსი ნათია ბაქრაძე და მენეჯერები – ნინო ჯალაბაძე და სოფიკო ჩილინდრიშვილი პირველკურსელ სტუდენტებს შეხვდნენ.
ცენტრის წარმომადგენლებმა სტუდენტებს სპეციალურად მათთვის არსებული სერვისები გააცნეს, რომელსაც სამსახური უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.
შეხვედრის ფარგლებში, ცენტრმა მოისმინა სტუდენტების ინიციატივები, მათ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობების შინაარსი გააჟღერა.
ცენტრის შემდგომი შეხვედრები სტომატოლოგიის და დიპლომირებული მედიკოსის ფაკულტეტების ქართველ და საერთაშორისო სტუდენტებთან გაიმართება.