საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებისთვის სრულად დაფინანსებული საერთაშორისო მობილობის კონკურსი გამოცხადდა

ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში ერთსემესტრიანი სრულად დაფინანსებული მობილობის განხორციელების მიზნით კონკურსი გამოცხადდა.

ზოგადი ინფორმაცია Erasmus+ პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე.

ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის სქემაში მონაწილე სტუდენტების შერჩევა და გამარჯვებულთათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება ხდება “საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის” მიხედვით, რომელსაც გაეცნობით ბმულზე.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომელიც აკმაყოფილებენ ქვემოთ ჩამოთვლილ წინაპირობებს:

ა) კონკურსის მიმდინარეობის პერიოდში კანდიდატი უნდა ირიცხებოდეს ევროპის უნივერსიტეტში და სარგებლობდეს აქტიური სტუდენტის სტატუსით;

ბ) საბაკალავრო ან ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პევროგრამის სტუდენტს განაცხადის წარდგენის დროს დასრულებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ 1 სემესტრი;

გ) კანდიდატის აკადემიური მოსწრების საშუალო შეწონილი ქულა უნდა იყოს არანაკლებ 2.5 ქულისა;

დ) კანდიდატის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ მობილობათა ჯამი ერთი საგანმანათლებლო საფეხურის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს;

განაცხადის წარდგენა შესაძლებელია შემდეგი უნივერსიტეტებისათვის:

თითოეული უნივერსიტეტისათვის ინფორმაცია სასწავლო მიმართულების, საფეხურის, კურსებისა და სტიპენდიის დეტალების შესახებ ხელმისაწვდომია საინფორმაციო ბროშურაში. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ კონკრეტული უნივერსიტეტის ბროშურას შესაბამის ბმულზე გადასვლით.













კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ ელექტრონული განაცხადი, რომელიც ხელმისაწვდომია ბმულზე:

განაცხადის ფორმა ივსება მხოლოდ ერთხელ და სტუდენტს აქვს უფლება დააფიქსიროს ინტერესი მაქსიმუმ სამი უნივერსიტეტისათვის. 

განაცხადის ფორმაში უნდა წარმოადგინოთ: პირადობის მოწმობის/პასპორტის სკანირებული ვერსია; რეზიუმე (სასურველია Europass-ის ფორმატით); სასწავლო ბარათი საშუალო შეწონილი ქულის მითითებით.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 20 ოქტომბერი, 2024.

კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს:

International.office@eu.edu.ge

76 გურამიშვილის გამზირი, ოთახი 317

ტელ.: (995) 322 000 171 (Ext. 147)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *