“ევროპის უნივერსიტეტი“ ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვის აცხადებს მიღებას სასწავლო კურსზე “კომუნიკაციისა და საჯარო გამოსვლის ფსიქოლოგია“.
კურსს “ევროპის უნივერსიტეტის” მოწვეული ლექტორი, ფსიქოლოგი და სოციალური უნარების ტრენერი ცვატა ბერძენიშვილი გაუძღვება.
ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვის განკუთვნილი კურსის მიზანია მსმენელებს მიაწოდოს ინფორმაცია კომუნიკაციის მოდელის და იმ ბარიერების შესახებ, რომელთაც საუბრის პროცესში ვაწყდებით. მონაწილეები გაეცნობიან სხეულის ენის წაკითხვის საკვანძო საკითხებს და ისწავლიან ეფექტიანი პრეზენტაციისთვის მომზადების და განხორციელების ძირითად პრინციპებს.
სასწავლო კურსის ფარგლებში გაიმართება სამი ლექცია:
- 5 ოქტომბერი, 19:00 საათი – კომუნიკაციის ბარიერები და მათი გადაჭრის გზები
- 12 ოქტომბერი, 19:00 საათი – სხეულის ენა
- 19 ოქტომბერი, 19:00 საათი – საჯარო გამოსვლის ხელოვნება
თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობაა 2 საათი.
ადგილმდებარეობა: “ევროპის უნივერსიტეტის” B კორპუსი, მისამართი: სარაჯიშვილის გამზირი N17, აუდიტორია 702.
კურსზე დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ არაუგვიანეს 4 ოქტომბრისა: სარეგისტრაციო ბმული
კურსზე რეგისტრაცია შეუძლიათ მხოლოდ “ევროპის უნივერსიტეტის” ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტებს.
სტუდენტებს, რომლებიც დაესწრებიან სამივე შეხვედრას, კურსის დასრულების შემდეგ გადაეცემათ სერტიფიკატი.