“ევროპის უნივერსიტეტში” სინოპის უნივერსიტეტის (თურქეთი) ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, დოქტორ ბაბურ მეჰმედ აკარსუს საჯარო ლექცია გაიმართა.
ლექცია ტურიზმისა და არქეოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვის ჩატარდა და ეხებოდა თემას: THE SITUATION AND RELATIONS OF THE GEOGRAPHIES OF TODAY’S TÜRKİYE AND GEORGIA IN ANCIENT PERIOD.
შეხვედრაზე განიხილეს თურქეთისა და საქართველოს კავშირები პრეისტორიული პერიოდიდან დღემდე, მტკვარ-არაქსის კულტურა, პონტოს სამეფო, ელინისტური პერიოდი და კოლხეთიდან წარმოშობილი ამფორები, რომელიც დათარიღებულია ჩვენი წელთაღრიცხვით VI საუკუნით.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და კითხვა-პასუხის სესიით დასრულდა.