23 სექტემბერს “ევროპის უნივერსიტეტის” ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის წარმომადგენლებმა პირველი კურსის სტუდენტებთან 2024/25 აკადემიური წლის დაწყებასთან დაკავშირებით საორიენტაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრა ემსახურებოდა 2024/2025 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრის სალექციო პროცესთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ სტუდენტებისთვის ინფორმაციის მიწოდებას.
შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:
- აკადემიური კალენდარი
- სალექციო პროცესი
- სტუდენტთა შეფასება
- კრედიტების აღიარება
- საგამოცდო პროცესი
- გასაჩივრების პროცედურები
- სტუდენტებთან კომუნიკაცია და კონსულტაცია
- სოციალური აქტივობები და პროექტები
შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და ბიბლიოთეკის წარმომადგენლები, რომელთაც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, სტუდენტებს საჭირო ინფორმაცია მიაწოდეს.