“ევროპის უნივერსიტეტმა” სტომატოლოგიურ განათლებაში ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენების შესახებ სამი სხვადასხვა უნივერსიტეტის სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტებს შორის კვლევა ჩაატარა.
კვლევის შედეგები ევროპის სტომატოლოგიური განათლების ასოციაციის ADEE მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა სოფიო სამხარაძემ და სტომატოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელმა მარიკა ზურმუხტაშვილმა წარადგინეს.
ჩატარებული კვლევის შედეგად სტუდენტების უმეტესობა ფიქრობს, რომ ხელოვნულ ინტელექტს მომავალში დიდი გავლენა ექნება სტომატოლოგიურ განათლებაში, მაგრამ ამ ეტაპზე არსებობს სპეციფიკური AI მოწყობილობების შესახებ ცოდნის დეფიციტი. AI-ის ინტეგრირებაზე დადებითი ეფექტის მოლოდინის მიუხედავად, სტუდენტები თვლიან, რომ არსებობს AI-ზე გადაჭარბებული დამოკიდებულების საფრთხე.
“ევროპის უნივერსიტეტის” მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ საჭიროა სტუდენტებს შორის ხელოვნური ინტელექტის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლება და პროგრამის ნაწილში AI ინსტრუმენტების მეტად ინტეგრირება.