სხვა სიახლეები

გარე მობილობით „ევროპის უნივერსიტეტში“ ჩარიცხული სტუდენტების რეგისტრაცია 12 სექტემბრიდან დაიწყება

გარე მობილობით „ევროპის უნივერსიტეტში“ ჩარიცხულმა სტუდენტებმა საბუთები უნდა წარმოადგინონ 12 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით.

სტუდენტებმა, რომლებმაც მოიპოვეს მობილობის უფლება, საბუთები უნდა წარმოადგინონ შემდეგ ლოკაციაზე:

სამართლის, ჰუმანიტარულ  და სოციალურ მეცნიერებათა  ფაკულტეტიდავით გურამიშვილის გამზირი №76, პირველი სართული, ოთახი № 101

ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტიდავით გურამიშვილის გამზირი №76, პირველი სართული, ოთახი № 101

სავეტერინარო მედიცინის  ფაკულტეტიდავით გურამიშვილის გამზირი №76, პირველი სართული, ოთახი № 101

მედიცინის ფაკულტეტიდავით სარაჯიშვილის გამზირი №17 მე-4 სართული, ოთახი №410

სტომატოლოგიის  ფაკულტეტიდავით სარაჯიშვილის გამზირი №17 მე-4 სართული, ოთახი №410

საბუთების წარმოდგენა შესაძლებელია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 – 18:00 საათი (შესვენება – 14:00 – 15:00 საათი).

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

საბაკალავრო,  ერთსაფეხურიან, ინტეგრირებულ და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  • განცხადება (იწერება ადგილზე);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ბაკალავრიატის,  ერთსაფეხურიანი და ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში) / უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი  (სამაგისტრო პროგრამის შემთხვევაში);
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);
  • სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის/აქტების (ჩარიცხვის ბრძანება, სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვ.) ასლი  ან   მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
  • უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტის ასლი (ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო) გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული სტუდენტებისთვის);
  • ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული სტუდენტებისთვის კანონმდებლობის შესაბამისად სწავლების უფლების მინიჭებაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანების ასლი;

მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველ ან ჩარიცხულ სტუდენტს, რომელმაც გამომშვებ უნივერსიტეტში სწავლის უფლება მოიპოვა ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდის გავლის გარეშე, ექვემდებარება ქართული ენის დონის განსაზღვრას, რათა დადასტურდეს პირის მიერ პროგრამის შესაბამისი სწავლის შედეგისთვის საჭირო ენობრივი კომპეტენცია.  ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესის შესაბამისად.  აღნიშნული პირობის დადგომის შემთხვევაში რექტორის სამართლებრივი აქტით შეიქმნება შესაბამისი კომისია და განისაზღვრება გამოცდის ჩატარების დღე.

მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:

  • დოკუმენტების მიღება  – 2024 წლის 12 სექტემბრიდან – 2024 წლის 20  სექტემბრის  ჩათვლით;
  • სტუდენტთა კრედიტების აღიარება – 2024 წლის 13  სექტემბრიდან – 2024 წლის  21 სექტემბრის  ჩათვლით;
  • სტუდენტების ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი  დადასტურება – 2024  წლის 13 სექტემბრიდან   21  სექტემბრის ჩათლით;
  • ჩასარიცხ პირთა შესახებ სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება და  საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ასახვა არაუგვიანეს 2024 წლის 23  სექტემბრისა.

ჩარიცხვის შემდეგ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

  • სტუდენტის სასწავლო ბარათი (დედანი);
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან  ნოტარიალურად დამოწმებული ასლი / უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიალურად დამოწმებული  ასლი  (სამაგისტრო პროგრამის შემთხვევაში);
  • „სხვა დაწესებულებაში ჩარიცხული პირის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ” ბრძანებიდან ამონაწერი (გამომშვები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან);
  • 1 ფოტოსურათი 3X4 CD დისკთან ერთად.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *