სკოლა-ლიცეუმ NK-სა და “ევროპის უნივერსიტეტს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი ითვალისწინებს მასწავლებელთა პროფესიული ზრდის მიმართულებით ტრენინგებსა და მრავალფეროვან აქტივობებს, ასევე მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმება შემეცნებითი და განმავითარებელი პროექტები ლიცეუმის მოსწავლეებისთვის.
მემორანდუმს სამართლის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ეკა კაველიძემ და სკოლა-ლიცეუმ NK-ს დირექტორმა ნუგზარ ყენიამ მოაწერეს ხელი.
“ევროპის უნივერსიტეტისა” და სკოლა-ლიცეუმის პროფესიონალ კადრებს შორის თანამშრომლობა ორმხრივად პროდუქტიული იქნება და სკოლასა და უნივერსიტეტს შორის მსგავსი თანამშრომლობა თანამედროვე სწავლა-სწავლების პროცესებს ინოვაციური გამოცდილებით გაამდიდრებს.