„ევროპის უნივერსიტეტის“ მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთათვის საბუთების მიღება გრძელდება. მსურველებს რეგისტრაციის გავლა 9-13 სექტემბერს შეეძლებათ.
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარება.
კანდიდატებმა რეგისტრაციისთვის ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში (მის.: გურამიშვილის #76, პირველი სართული) უნდა წარმოადგინონ:
- განცხადება რექტორის სახელზე (იწერება ადგილზე);
- რეზიუმე (CV);
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ნოტარიულად დამწმებული ასლი (არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი);
- ორი ფოტო 3×4-ზე, CD დისკზე ჩაწერილი;
- სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
შენიშვნა*: ჩარიცხვის შესახებ რექტორის სამართლებრივი აქტის გამოცემამდე პირი ვალდებულია წარმოადგინოს ცნობა სსიპ – გამოცდების ეროვნული ცენტრიდან საგნის გამოცდის ჩაბარების შესახებ. ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის ან საგნის გამოცდის ვერ/არ ჩაბარების შემთხვევაში, აპლიკანტის შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის შედეგები უქმდება და მას არ მიენიჭება მასწავლების პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსი;
საუნივერსიტეტო გამოცდის ვადები:
- გამოცდა – 18 სექტემბერი;
- გამოცდის შედეგების გამოცხადება – 20 სექტემბერი;
- გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 23-25 სექტემბერი;
- აპელაციის შედეგების გამოცხადება – 26 სექტემბერი.
- მისაღები გამოცდის ფორმად განსაზღვრულია არგუმენტირებული ესე. შეფასების კრიტერიუმები იხილეთ ბმულზე.
აპლიკანტებმა რეგისტრაციისთვის საბუთები უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: გურამიშვილის გამზირი N76, ოთახი 103.
პროგრამაზე რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში: +995 322 000 171
“ევროპის უნივერსიტეტის” მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე 2024/25 სასწავლო წლისთვის 120 სრულად დაფინანსებული ვაკანტური ადგილია გამოცხადებული.
მიმართულებები:
- დაწყებითი საფეხურის (I-VI) ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
- დაწყებითი საფეხურის (I-VI) მათემატიკის მასწავლებელი;
- დაწყებითი საფეხურის (I-VI) ბუნებისმეტყველების მასწავლებელი;
- საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) მათემატიკის მასწავლებელი;
- საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) ისტორიის მასწავლებელი;
- საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;
- საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) გეოგრაფიის მასწავლებელი;
- საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
- საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) ბიოლოგიის მასწავლებელი;
- დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის (I-XII) ინგლისური ენის მასწავლებელი;
- დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის (I-XII) რუსული ენის მასწავლებელი.