სტომატოლოგიის ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის“ კურსდამთავრებულმა ლუკა კრაწაშვილმა სტომატოლოგიაში მობილურით ფოტოგრაფიაზე მასტერკლასი ჩაატარა

luka-krawashvili

15 აგვისტოს „ევროპის უნივერსიტეტში“ სტუდენტური პროექტების დაფინანსების კონკურსში გამარჯვებული პროექტის „მობილურით ფოტოგრაფია სტომატოლოგიაში და მისი მნიშვნელობა“ გაიმართა.

პროექტის ავტორი სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული ლუკა კრაწაშვილია. კონკურსში გამარჯვების შემდეგ ლუკამ გუნდთან ერთად რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავა და საბოლოოდ დამსწრე საზოგადოებას მობილური ტელეფონით პირის ღრუს ფოტოპროტოკოლის წარმოებაზე მოხსენება წარუდგინა.

პრეზენტაციას სტუდენტები და სტომატოლოგიის პროგრამის პრაქტიკოსი ლექტორები ესწრებოდნენ.

შეხვედრა “ევროპის უნივერსიტეტის“ სტომატოლოგიის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამების ხელმძღვანელმა სოფიო სამხარაძემ გახსნა.

სტომატოლოგიის მიმართულებით ფოტოგრაფიის მნიშვნელობაზე მოხსენება ასევე წარადგინეს “ევროპის უნივერსიტეტის“ ლექტორებმა – ირაკლი ჩაჩუამ და ელენე ხარაშვილმა.

პრეზენტაციების შემდგომ „ევროპის უნივერსიტეტის“ საუნივერსიტეტო კლინიკა „ეუ დენტში“ მასტერკლასი გაიმართა, სადაც მსურველებმა სიმულაციურ პაციენტს ფოტოები გადაუღეს და მისი ფოტოპროტოკოლი შექმნეს.

აღსანიშნავია, რომ სტომატოლოგიაში მობილურით ფოტოგრაფიის შესახებ მასტერკლასებს რეგულარული ხასიათი ექნება და „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტები და კურსდამთავრებულები შეძლებენ მასზე დასწრებას.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *