“ევროპის უნივერსიტეტსა” და “კიეტი პესკარას უნივერსიტეტს” (იტალია) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სტუდენტების სიმრავლე “კიეტი პესკარას უნივერსიტეტში” მულტიკულტურულ საგანმანათლებლო გარემოს ქმნის.
“კიეტი პესკარას უნივერსიტეტი” “ევროპის უნივერსიტეტისთვის” იტალიაში რიგით მესამე პარტნიორია.