სხვა სიახლეები

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე საბუთების მიღების მეორე ეტაპი 12 აგვისტოს დაიწყება

maswavleblis-momzadebis-programa

„ევროპის უნივერსიტეტის“ მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთათვის საბუთების მიღება გრძელდება. მსურველებს რეგისტრაციის გავლა 12-16 აგვისტოს შეეძლებათ.

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარება.

კანდიდატებმა რეგისტრაციისთვის ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში (მის.: გურამიშვილის #76, პირველი სართული) უნდა წარმოადგინონ:

  • განცხადება რექტორის სახელზე (ივსება რეგისტრაციისას ადგილზე);
  • რეზიუმე (CV);
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი (არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი);
  • ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა ნაეკიდან გამოცდის ჩაბარების თაობაზე)*
  • ორი ფოტო 3×4-ზე, CD დისკზე ჩაწერილი;
  • სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

შენიშვნა*: ჩარიცხვის შესახებ რექტორის სამართლებრივი აქტის გამოცემამდე პირი ვალდებულია წარმოადგინოს ცნობა სსიპ – გამოცდების ეროვნული ცენტრიდან საგნის გამოცდის ჩაბარების შესახებ. ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის ან საგნის გამოცდის ვერ/არ ჩაბარების შემთხვევაში, აპლიკანტის შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის  შედეგები უქმდება და მას არ მიენიჭება მასწავლების პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსი;

საუნივერსიტეტო გამოცდის ვადები:

  • გამოცდა – 20 აგვისტო;
  • გამოცდის შედეგების გამოცხადება – 23 აგვისტო;
  • გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 23-26 აგვისტო;
  • აპელაციის შედეგების გამოცხადება – 27 აგვისტო.
  • მისაღები  გამოცდის  ფორმად  განსაზღვრულია არგუმენტირებული ესე. შეფასების კრიტერიუმები იხილეთ ბმულზე.

აპლიკანტებმა რეგისტრაციისთვის საბუთები უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: გურამიშვილის გამზირი N76, ოთახი 103.
პროგრამაზე რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში: +995 322 000 171

“ევროპის უნივერსიტეტის” მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე 2024/25 სასწავლო წლისთვის 120 სრულად დაფინანსებული ვაკანტური ადგილია გამოცხადებული.

მიმართულებები:

  • დაწყებითი საფეხურის (I-VI) ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • დაწყებითი საფეხურის (I-VI) მათემატიკის მასწავლებელი;
  • დაწყებითი საფეხურის  (I-VI) ბუნებისმეტყველების მასწავლებელი;
  • საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) მათემატიკის მასწავლებელი;
  • საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) ისტორიის მასწავლებელი;
  • საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;
  • საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) გეოგრაფიის მასწავლებელი;
  • საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) ბიოლოგიის მასწავლებელი;
  • დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის  (I-XII) ინგლისური ენის მასწავლებელი;
  • დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის  (I-XII) რუსული ენის მასწავლებელი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *