სხვა სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” კურსდამთავრებულთა ცერემონია 2024

graduation-2024

27 ივლისს სასტუმრო “ბილტმორში” “ევროპის უნივერსიტეტის” 2024 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია გაიმართა.

წლის ყველაზე გამორჩეული ღონისძიება საზეიმო გარემოში მიმდინარეობდა. საღამო მუსიკალური ნომრით სამართლის პროგრამის სტუდენტმა ვიოლეტა მგალობლიშვილმა გახსნა, რის შემდეგაც, პროგრამას ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია უძღვებოდა.

გამოსაშვებ ცერემონიას “ევროპის უნივერსიტეტის” პრეზიდენტი ლაშა კანდელაკიშვილი და ვიცე-პრეზიდენტი თამარ ზარგინავა ესწრებოდნენ.

კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა “ევროპის უნივერსიტეტის” რექტორმა ნინო ტალიაშვილმა მიულოცა.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა ილია ბოცვაძემ, სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა დეკანმა ეკა კაველიძემ და სტომატოლოგიის და მედიცინის ფაკულტეტების დეკანმა ნათია ჯოჯუამ პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს.

კურსდამთავრებულთა ღონისძიებაზე ასევე იმღერეს უნივერსიტეტის პოპ ჯგუფის “გამორჩეულის” წევრებმა ლალი ბაქრაძემ და იუსუფ ჰირიმ.

“ევროპის უნივერსიტეტი” კიდევ ერთხელ ულოცავს ყველა კურსდამთავრებულს და წარმატებებს უსურვებს მათ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *