ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სიახლეები

„ევროპის უნივერსიტეტსა“ და ფინანსური მართვის ჯგუფს შორის მემორანდუმი გაფორმდა

17 ივლისს, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით, „ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ფინანსური მართვის ჯგუფს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი “ევროპის უნივერსიტეტის” ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, ილია ბოცვაძემ და „ფინანსური მართვის ჯგუფის“ დირქტორმა, დავით გოგოჭურმა მოაწერეს.

მემორანდუმი ბიზნესის ადმინისტრირებისა და ფინანსების და საბანკო საქმის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტების დარგობრივი კომპეტენციების გაუმჯობესებასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას ითვალისწინებს.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა სამომავლო პარტნიორობასა პერსპექტივებზე ისაუბრეს. მხარეთა შორის თანამშრომლობა “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებს დასაქმებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძლებლობას მისცემს.

„ფინანსური მართვის ჯგუფი“ მომხმარებლებს მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს, რომელიც სხვადასხვა ინდუსტრიის ბიზნეს მოთხოვნებზეა მორგებული და მათ ფინანსურ, იურიდიულ და ტექნოლოგიურ მხარდაჭერას აერთიანებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *