“ევროპის უნივერსიტეტის“ სტომატოლოგიის ქართულენოვანი პროგრამის სტუდენტებისთვის თურქეთის „ბეზმიალემ ვაკიფის უნივერსიტეტის“ სტომატოლოგიურ ჰოსპიტალში კლინიკური სტაჟირების გავლის მიზნით გამოცხადებული კონკურსის შედეგები ცნობილია.
კონკურსის შედეგად თურქეთში სტაჟირებას შემდეგი სტუდენტები გაივლიან: ალექსანდრა ეგოროვა, ანა ქარცივაძე, ნინო კოხრეიძე, ნათია ტერტერაშვილი, მირზა თავდგირიძე, მარი მირველაშვილი, თამთა მჭედლიშვილი, მარიამი ფორჩხიძე-მეტაქსოპულო, ალი ესპანანი.
სტუდენტები თურქეთის “ბეზმიალემ ვაკიფის უნივერსიტეტის“ სტომატოლოგიურ ჰოსპიტალში „ევროპის უნივერსიტეტის“ სრული დაფინანსებით გაემგზავრებიან.
კონკურსში გამარჯვებულები სპეციალურად მათთვის შედგენილი პროგრამით პრაქტიკას პირის ღრუსა და ყბა-სახის რადიოლოგიის, პირის ღრუსა და ყბა-სახის ქირურგიის, ენდოდონტიის, პაროდონტოლოგიის და აღდგენითი სტომატოლოგიის დეპარტამენტებში გაივლიან.
სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობით სტუდენტები განივითარებენ კლინიკურ უნარ-ჩვევებს და დარგობრივ კომპეტენციებს.