სტომატოლოგიის ფაკულტეტის სიახლეები

სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის თურქეთში კლინიკური პრაქტიკის გავლის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

stajireba-turketshi

“ევროპის უნივერსიტეტის” სტომატოლოგიის ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს სტომატოლოგიის ქართულენოვანი პროგრამის სტუდენტებისათვის 22-26 ივლისს თურქეთის “ბეზმიალემ ვაკიფის უნივერსიტეტის“ სტომატოლოგიურ ჰოსპიტალში კლინიკური პრაქტიკის გავლის მიზნით.

სტუდენტები ერთი კვირის განმავლობაში კლინიკურ პრაქტიკას გაივლიან პირის ღრუსა და ყბა-სახის რადიოლოგიის,  პირის ღრუსა და ყბა-სახის ქირურგიის, ენდოდონტიის, პაროდონტოლოგიის და აღდგენითი სტომატოლოგიის დეპარტამენტებში.

პროგრამა არ არის განსაზღვრული სასწავლო კრედიტების დასაგროვებლად და მიზნად ისახავს სტუდენტების ცოდნისა და უნარ-ჩვევების დახვეწას.

კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელი მოთხოვნებია:

  1. სტუდენტის 2023-24 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრის აკადემიური მოსწრება/GPA უნდა იყოს 2.5 ან მეტი.
  2. სწავლის საფეხური – სტომატოლოგიის ქართულენოვანი პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტები მე-2 დან მე-8 სემესტრის ჩათვლით.

სტუდენტების შერჩევა მოხდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  1. სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
  2. გასაუბრება ინგლისურ ენაზე

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე უნდა გამოაგზავნონ ელ ფოსტაზე studentscompetition@eu.edu.ge 11 ივლისის 18:00 საათამდე. 

გასაუბრება კონკურსანტებთან ჩატარდება 12 ივლისს, 12:00 საათზე.

კონკურსის შედეგად შეირჩევა 10 სტუდენტი.

შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 13 ივლისისა.

შერჩეული სტუდენტების ავიაბილეთის, სასტუმროში განთავსების და პროგრამის საფასურს აანაზღაურებს ევროპის უნივერსიტეტი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *