სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე საბუთების მიღება 15 ივლისიდან დაიწყება

maswavleblis-momzadeba

„ევროპის უნივერსიტეტის“ მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთათვის საბუთების მიღება იწყება. მსურველებს რეგისტრაციის გავლა ორ ეტაპად, 15-26 ივლისს და 12-16 აგვისტოს, შეეძლებათ.

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარება.

კანდიდატებმა რეგისტრაციისთვის ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში (მის.: გურამიშვილის #76, პირველი სართული) უნდა წარმოადგინონ:

  • განცხადება რექტორის სახელზე (ივსება რეგისტრაციისას ადგილზე);
  • რეზიუმე (CV);
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი (არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი); ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა ნაეკიდან გამოცდის ჩაბარების თაობაზე)*
  • ორი ფოტო 3×4-ზე, CD დისკზე ჩაწერილი;
  • სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

შენიშვნა*: ჩარიცხვის შესახებ რექტორის სამართლებრივი აქტის გამოცემამდე პირი ვალდებულია წარმოადგინოს ცნობა სსიპ – გამოცდების ეროვნული ცენტრიდან საგნის გამოცდის ჩაბარების შესახებ. ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის ან საგნის გამოცდის ვერ/არ ჩაბარების შემთხვევაში, აპლიკანტის შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის  შედეგები უქმდება და მას არ მიენიჭება მასწავლების პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსი;

საუნივერსიტეტო გამოცდის ვადები I ეტაპზე (15-26 ივლისი) რეგისტრირებულთათვის:

  • გამოცდა – 31 ივლისი;
  • გამოცდის შედეგების გამოცხადება – 5 აგვისტო;
  • გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 6-7 აგვისტო;
  • აპელაციის შედეგების გამოცხადება – 8 აგვისტო.

საუნივერსიტეტო გამოცდის ვადები I ეტაპზე (12-16 აგვისტო) რეგისტრირებულთათვის:

  • გამოცდა – 20 აგვისტო;
  • გამოცდის შედეგების გამოცხადება – 23 აგვისტო;
  • გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 23-26 აგვისტო;
  • აპელაციის შედეგების გამოცხადება – 27 აგვისტო.

მისაღები  გამოცდის  ფორმად  განსაზღვრულია არგუმენტირებული ესე. შეფასების კრიტერიუმები იხილეთ ბმულზე.

აპლიკანტებმა რეგისტრაციისთვის საბუთები უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: გურამიშვილის გამზირი N76, ოთახი 103.
პროგრამაზე რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში: +995 322 000 171


მიმართულებები და ქვემიმართულებები:

  • დაწყებითი საფეხურის (I-VI) ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
  • საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
  • დაწყებითი საფეხურის (I-VI) მათემატიკის მასწავლებელი
  • საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) მათემატიკის მასწავლებელი

საზოგადოებრივი მეცნიერებების მიმართულება:

  • საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) მასწავლებელი საზოგადოებრივ მეცნიერებებში – ისტორიის მასწავლებელი
  • საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) მასწავლებელი საზოგადოებრივ მეცნიერებებში – სამოქალაქო განათლების მასწავლებელი
  • საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) მასწავლებელი საზოგადოებრივ მეცნიერებებში – გეოგრაფიის მასწავლებელი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულება:

  • საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) მასწავლებელი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში – ბიოლოგიის მასწავლებელი
  • საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) მასწავლებელი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში – ფიზიკის მასწავლებელი
  • საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) მასწავლებელი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში – ქიმიის მასწავლებელი
  • დაწყებითი საფეხურის (I-VI) მასწავლებელი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში – ბუნებისმეტყველების მასწავლებლი

უცხოური ენების მიმართულება:

  • დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებელი უცხოურ ენაში – ინგლისური ენის მასწავლებელი
  • დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებელი უცხოურ ენაში – რუსული ენის მასწავლებელი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *