28 ივნისს სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით “ევროპის უნივერსიტეტის” სამართლებრივი დახმარების ცენტრის წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
ცენტრის ხელმძღვანელმა, ადვოკატმა და ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ოთარ კაჭკაჭაშვილმა დამსწრეებს ცენტრის წლიური საქმიანობის ანგარიში წარუდგინა და სამომავლო გეგმები გააცნო.
ცენტრის საქმიანობაში აქტიურად ჩართულმა სტუდენტებმა მათ მართვაში არსებულ მიმდინარე საქმეებზე ისაუბრეს.
ღონისძიების დასასრულს, ფაკულტეტის დეკანმა ეკა კაველიძემ ცენტრის წევრები სერტიფიკატებით დააჯილდოვა, მათ შორის ოთხ აქტიურ სტუდენტს კი “ევროპის უნივერსიტეტისგან” სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცა.
ღონისძიებას სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები და უნივერსიტეტის აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი ესწრებოდა.