მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გერმანიის “აკონის უნივერსიტეტსა” და ბერლინში მის პარტნიორ კლინიკებში სტაჟირების მიზნით კონკურსი გამოცხადდა

akonis-universiteti

“ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტი 15-19 ივლისს გერმანიის „აკონის უნივერსიტეტსა“ და ბერლინში მის პარტნიორ კლინიკებში სტაჟირების გავლის მიზნით დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი პროგრამის სტუდენტებისათვის კონკურსს აცხადებს.

პროგრამა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სტუდენტის  ცოდნისა და უნარ-ჩვევების დახვეწას.

შენიშვნა: პროგრამა არ არის განსაზღვრული სასწავლო კრედიტების დასაგროვებლად.

კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელი მოთხოვნებია:

  • სტუდენტის 2023-24 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრის აკადემიური მოსწრება (GPA) უნდა იყოს 2.5 ან მეტი
  • სწავლის საფეხური – დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე  მე-4 სემესტრის სტუდენტები

სტუდენტებს, რომლებმაც გაიარეს სტაჟირება მიმდინარე წელს სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში ან ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, არ აქვთ აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის უფლება.

სტუდენტების შერჩევა მოხდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
  • გასაუბრება ინგლისურ ენაზე

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა სამოტივაციო წერილი უნდა გამოაგზავნონ ელფოსტაზე studentscompetition@eu.edu.ge 7 ივლისის 18:00 საათამდე.

გასაუბრება კონკურსანტებთან ჩატარდება 8 ივლისს, 13:00 საათზე.

კონკურსის შედეგად შეირჩევა 5 სტუდენტი.

შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 9 ივლისისა.

შერჩეული სტუდენტების ავიაბილეთის, სასტუმროში განთავსების და პროგრამის საფასურს “ევროპის უნივერსიტეტი“ აანაზღაურებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *