“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტთა ინიციატივით, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის და თვითმმართველობის ხელშეწყობით მინი ფეხბურთის საუნივერსიტეტო ტურნირი დაიწყო, რომელშიც 100-მდე ქართველი და უცხოელი სტუდენტი მონაწილეობს.
ტურნირის პირველი ეტაპი 30 ივნისს გაიმართა, სადაც ერთმანეთს 14 სტუდენტური გუნდი დაუპირისპირდა, რის შემდეგაც 7 გამარჯვებულ გუნდს წაგებული გუნდებიდან გოლების უპირატესობით 1 გუნდი “Dentists FC” დაემატა.
ტურნირის II ეტაპზე გუნდები შემდეგი ანგარიშით გადავიდნენ:
Al-Qasaam – 10:0
Molars – 6:0
ურობოროსი – 4:0
CDBBC Falcons – 5:2
Ittihad – 1:0
Tbilisi Tigers – 1:0
დოლარიჩები – 1:1 (პენალტების სერია – 2:0)
Dentist FC – დაწინაურდა წაგებულებიდან