“ევროპის უნივერსიტეტის” სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი დღეიდან ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის წევრი გახდა.
ფაკულტეტისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული შესაძლებლობაა, აიმაღლოს ცნობადობა ევროპულ სივრცეში, ითანამშრომლოს წამყვანი უნივერსიტეტების შესაბამის ფაკულტეტებთან და მოახდინოს სამართლის სწავლების თანამედროვე ტენდენციების იმპლემენტაცია ეროვნულ დონეზე.
ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაცია (ELFA) ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპის დონეზე აერთიანებს სამართლის ფაკულტეტებს, რომელთა ძირითად მიზანს წარმოადგენს იურიდიული საგანმანათლებლო და სატრენინგო პროცესების განვითარება. დღეის მდგომარეობით ELFA-ს ჰყავს 150-ზე მეტი წევრი, ორმოცდაცხრა ქვეყნიდან და ოთხი კონტინენტიდან.
ELFA არის უნიკალური შესაძლებლობა იურიდიული განათლების, კვლევის განვითარებისა და კოორდინაციისთვის, ასევე მის წევრებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გაცვლისთვის.