მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტში” მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის პირველი კონფერენცია “მტკიცებულებიდან პრაქტიკამდე“ გაიმართა

meanoba-ginekologia

16 ივნისს “ევროპის უნივერსიტეტში” მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის პირველი კონფერენცია “მტკიცებულებიდან პრაქტიკამდე“ გაიმართა.

ღონისძიება მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, ნათია ჯოჯუამ გახსნა, რის შემდეგაც, დამსწრეებს სიტყვით ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, მიმართა.

მინისტრის პირველმა მოადგილემ თავის სიტყვაში კონფერენციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ  მსგავსი ტიპის ღონისძიებებს  ექიმების უნარ-ჩვევების გაძლიერებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. თამარ გაბუნიას თქმით, მეანობა-გინეკოლოგია დემოგრაფიული სიტუაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიმართულებაა და მისი განვითარება სახელმწიფო პრიორიტეტს წარმოადგენს.

კონფერენციაში სხვადასხვა რეგიონის 200-მდე ექიმმა მიიღო მონაწილეობა. საპატიო თავმჯდომარე მეან-გინეკოლოგი არჩილ ხომასურიძე იყო.  ღონისძიებაზე დარგის წარმომადგენლებმა და პროფესორებმა კონკრეტული შემთხვევების შესახებ ისაუბრეს.

მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის პირველ კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგნენ:

  • მაკა დარასელია, მედიცინის დოქტორი, ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
  • მაკა გეგეჭკორი, თსსუ კლინიკური პროფესორი, ზურაბ საბახტარაშვილის კლინიკის სასწავლო-სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი, საქართველოს გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი
  • ლალი ფხალაძე, მედ. აკად. დოქტორი, თსუ პროფესორი, „პროფ. ჟორდანიას და პროფ. ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის“ კლინიკური დირექტორი და ელისაბედ ფხალაძე – დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის მე-5 კურსის სტუდენტი
  • ჯენარო ქრისტესაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის, რეპროდუქტოლოგიისა და მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი “უნივერსის” გენერალური დირექტორის მოადგილე სასწავლო და სამეცნიერო დარგში,
  • ლევან კობალაძე , მედიცინის დოქტორი, სახ. მართვის მაგისტრი, რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი „უნივერსი“
  • მამუკა მგელიაშვილი, მედიცინის დოქტორი, MMT ჰოსპიტალის ონკო-გინეკოლოგი, მეან-გინეკოლოგი
  • ალექსანდრე ხელაია, მედიცინის დოქტორი, ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, უროლოგიის ეროვნული ცენტრი, საქართველოს უროლოგთა ასოციაციის ქალთა უროლოგიის სექციის ხელმძღვანელი
  • ნინო დავიდოვა, ექიმი რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი, თსუ დოქტორანტი, „პროფ. ჟორდანიას და პროფ. ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი“. ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.
  • თეონა მაჭარაშვილი, ექიმი მეან-გინეკოლოგი, „აკად. ო ღუდუშაურის სახელობის კლინიკა“. ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.
  • პაატა ჟორჟოლიანი, თსსუ მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი, „აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის კლინიკის” პერინატალური ცენტრის ხელმძღვანელი
  • თემურ გაგნიძე, მედიცინის დოქტორი, კლინიკა ,,უნივერსის’’ გენერალური დირექტორი, ანდროლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი
  • დაკა კაპანაძე, მედიცინის დოქტორი, „ორსულობისა და ჰემოსტაზის პათოლოგიის ცენტრის“ ხელმძღვანელი, საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაციის წევრი
  • მაკა ჭიპაშვილი, მედიცინის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი
  • მაკა ჯორბენაძე, მედიცინის დოქტორი, რეპროდუქტოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი
  • გიორგი თოდრია, ბავშვთა კარდიოლოგი, „ჯო ენის“ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი
  • ქეთევან ოსიძე, რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი, “ინნოვა ინვიტროს“ ხელმძღვანელი
  • ლარისა მელია, მედიცინის დოქტორი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
  • რევაზ სულუხია მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის
  • თამარ უბილავა გინეკოლოგი-რეპროდუქტოლოგი,კლინიკა მედიქეა
  • ნატალია ფირცხალავა სდასუს ასოცირებული პროფესორი, „აკად. ო ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი“

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *