“ევროპის უნივერსიტეტის” სტომატოლოგიის ფაკულტეტის წარმომადგენლები ERASMUS+CBHE პროექტის ფარგლებში “განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პაციენტთა სტომატოლოგიური მომსახურების გაძლიერება და ექიმ სტომატოლოგთა უწყვეტი განათლების ხელშეწყობა საქართველოში” სამუშაო ვიზიტით აიდინის უნივერსიტეტში (თურქეთი, სტამბოლი) იმყოფებიან.
ფაკულტეტს წარმოადგენენ სტომატოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი სოფიო სამხარაძე, დეკანის მოადგილე ანა ლოლიშვილი, მოწვეული პედაგოგები თინათინ სვანიშვილი და ელენე ხარაშვილი.
ვიზიტის ფარგლებში უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან შეხვედრა გაიმართა, სადაც სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ სტუმრებს დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო პროგრამები გააცნო.
“ევროპის უნივერსიტეტის” წარმომადგენლებმა პრაქტიკის ობიექტები დაათვალიერეს, რის შემდეგაც განათლების ორივე საფეხურზე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პაციენტთა მკურნალობისა და მომსახურების იმპლემენტაციის გზები განიხილეს.