“ევროპის უნივერსიტეტს” ჩინეთის სინძიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ლიდერებისა და საუნივერსიტეტო კლინიკების ხელმძღვანელებისგან შემდგარი დელეგაცია ეწვია.
ვიზიტის მიზანი უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობისა და აკადემიური გაცვლის გაღრმავებაა.
სინძიანის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა და დეკანებმა “ევროპის უნივერსიტეტის” სტომატოლოგიური კლინიკა “EU Dent”, სიმულაციური ცენტრი, ბიბლიოთეკა და “ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის სხვადასხვა სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
შეხვედრაზე, რომელსაც “ევროპის უნივერსიტეტის” რექტორი და მედიცინის ფაკულტეტის ადმინისტრაცია ესწრებოდნენ, განხილული იქნა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განათლების, აკადემიური გაცვლის, ერთობლივი სამეცნიერო კვლევებისა და პერსონალის გადამზადების მიმართულებით.