მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” 6 ქართველი სტუდენტი ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში კლინიკურ პრაქტიკას გაივლის

“ევროპის უნივერსიტეტის” დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის 6 ქართველი სტუდენტი “გერმანიის ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის” ზოგადი, ვისცერული და ტრანსპლანტაციური ქირურგიის დეპარტამენტში კლინიკურ პრაქტიკას გაივლის.

დიპლომირებული მედიკოსის  პროგრამის სტუდენტები “ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში” სრული დაფინანსებით მიემგზავრებიან.

სტუდენტები გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სპეციალურად მათთვის შედგენილი პროგრამით გაივლიან სტაჟირებას, რაც  ხელს შუწყობს მათ კლინიკური უნარ-ჩვევების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაში.

ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში პრაქტიკის გავლის მიზნით შემდეგი სტუდენტები გაემგზავრებიან:

  1. მარიამი გოგუაძე
  2. მარი წენგუაშვილი
  3. ლიზი მაღნარაძე
  4. ვაჟა ზარიძე
  5. გურამი მეგრელიშვილი
  6. ნესტანი პაკელიანი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *