“ევროპის უნივერსიტეტსა” და “რიგის სამედიცინო კოლეჯს” (ლატვია) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლოი პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური / ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
“რიგის სამედიცინო კოლეჯში” სტუდენტებისთვის თეორიულ ცოდნასთან ერთად ინტეგრირებულია პრაქტიკული სწავლების ელემენტები, რაც ხელს უწყობს მათ პროფესიულ წინსვლას.