„ევროპის უნივერსიტეტში“ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის მიერ სტუდენტთა სურვილის შესაბამისად, დაგეგმილი საჯარო ლექციების სერია გრძელდება.
25 აპრილს, ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის კორპუსში, საჯარო ლექცია თემაზე – “პოზიტიური მშობლობა” გაიმართა.
საჯარო ლექციას ინკლუზიური განათლების სპეცილისტი და განათლების სამინისტროს ტრენერ-კონსულტანტი, სალომე მურღულია უძღვებოდა.
ინტერაქციული შეხვედრის ფარგლებში ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებმა მათთვის საინტერესო კითხვები გააჟღერეს და მენტორისგან პოზიტიური მშობლობისთვის სწორი მიდგომები და საინტერესო რჩევები მოისმინეს.