სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები

ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდა

შპს ,,ევროპის უნივერსიტეტი’’ აცხადებს ღია კონკურსს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

  • ერთი ასოცირებული პროფესორის თანამდებობა აკადემიური ნიშნით – ინგლისური ენის მიმართულებით;

ფინანსების და საბანკო საქმის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში:

  • ერთი ასოცირებული პროფესორის თანამდებობა აკადემიური ნიშნით  – ფინანსების მიმართულებით;

საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები:

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით) პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;

გ) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) უნდა ჰქონდეს სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან იყოს მათი თანაავტორი;

დ)  ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.

საკონკურსო დოკუმენტაცია:

კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას ელექტრონულად (ელ. ფოსტაზე: info@eu.edu.ge) წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით. კონკურსანტის მიერ განაცხადი ივსება მხოლოდ ერთ პოზიციაზე/ერთ სფეროში. ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე, უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული რეზიუმეს ფორმატში (განაცხადის და CV-ის ფორმა იხილეთ შემდეგ ელექტრონულ ბმულზე:);

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების, მათ შორის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის (დოქტორის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრებული) დიპლომის არსებობის შემთხვევაში  კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);

დ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები და საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომები, ან მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);

ე) შესაბამისი სილაბუსები (ნაბეჭდი ან ელექტრონული ვერსია);  

ვ) „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა.

კონკურსი ჩატარდება შპს ევროპის უნივერსიტეტის „პერსონალის შერჩევის წესისშესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს:

  1. პირველი ეტაპიკონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების  გადარჩევაშეფასება.
  2. მეორე ეტაპისაჩვენებელი ლექციის ჩატარება.

კონკურსის ვადები:

  • კონკურსი გამოცხადებულია 2024 წლის 25 აპრილიდან;
  • აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2024 წლის 27 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით;
  • კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება  არაუგვიანეს 2024 წლის 10 ივნისისა;
  • კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2024 წლის  17 ივნისისა;
  • კონკურსის შედეგების გაცნობა კონკურსანტებისთვის არაუგვიანეს 2024 წლის  18 ივნისისა;
  • კონკურსანტის მიერ სააპელაციო განაცხადის წარმოდგენის ვადაა 2024 წლის 19-დან 20 ივნისის ჩათვლით.

საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის

კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას უზრუნველყოფს ევროპის უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახური,  ხოლო კონკურსანტთა კონსულტირებას ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.

საკონტაქტო რეკვიზიტები: დ. გურამიშვილის გამზ. N76; ტელ: 032 2 000 171

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *