10 აპრილს “ევროპის უნივერსიტეტს” ლუჩიან ბლაგას უნივერსიტეტის (რუმინეთი) პროფესორი, განათლების მეცნიერებათა დოქტორი კარმენ ს. დუჩე ეწვია.
პროფესორი კარმენ ს. დუჩე “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებისთვის ლექციას თემაზე „განათლების ღია რესურსების ხელმისაწვდომობა” გაუძღვა.
პროფესორმა დუჩემ სტუდენტებს სწავლის პროცესში გამოსადეგი ღია ხელმისაწვდომობის საერთაშორისო პლატფორმები გააცნო, ასწავლა მათ სანდო და ცრუ ინფორმაციის გარჩევის ტექნიკები და დრო ღია რესურსების გამოყენებისას აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვის აუცილებლობაზე საუბარსაც დაუთმო.
ლექციის თემატიკამ სტუდენტებში დიდი დაინტერესება გამოიწვია.
დასასრულს ყველა სტუდენტს დასწრების სერტიფიკატი გადაეცა.