“ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტური კლუბი “ვეტეუქეარს” პროექტის “ჩვენ ვზრუნავთ ცხოველებზე, თქვენ?!“ ფარგლებში აცხადებს უფროსკლასელებისთვის ესეების კონკურსს.
ესეების კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლების მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს რეგისტრაციის საფუძველზე.
ესეების კონკურსი გაიმართება 13 აპრილს, 14:00 საათზე, ევროპის უნივერსიტეტში (მის.: გურამიშვილის გამზირი 76).
მონაწილეები ადგილზე გაეცნობიან ცხოველთა მიმართ დამოკიდებულების თემატიკაზე შედგენილ სპეციალურ თეზისს, რომლის საფუძველზეც ორი საათის განმავლობაში უნდა შეასრულონ ესე. ესეს მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს სამ გვერდს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ დარეგისტრირდეთ ბმულზე: docs.google.com
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 12 აპრილი, 00:00 საათი.
ესეების კონკურსის მიზანია სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის, ვეტერინარიის დარგის მნიშვნელობის, ცხოველებთან ლოიალური დამოკიდებულების შესახებ ცნობადობისა და მის მიმართ ნდობის ამაღლება.
მოსწავლეების მიერ შესრულებულ ესეებს სპეციალურად შედგენილი კომისია შეაფასებს და გამოვლინდებიან I, II, III ადგილოსნები. საპრიზო ნომინაციებში გამარჯვებულები “ევროპის უნივერსიტეტისგან“ დასაჩუქრდებიან.
დაჯილდოების ცერემონიაზე ყველა კონკურსანტს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცემა.
“ვეტეუქეარსის” პროექტი სკოლებში ორი თვის განმავლობაში ხორციელდებოდა. პროექტის ფარგლებში “ევროპის უნივერსიტეტის“ ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები ცხოველებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების მიზნით შეხვდნენ უფროსკლასელებს, ასევე ვეტერინარიით დაინტერესებულ აბიტურიენტებს უმასპინძლეს უნივერსიტეტში და მათთვის პრაქტიკული ვორქშოპები ჩაატარეს.
ესეების კონკურსი წარმოადგენს პროექტის “ჩვენ ვზრუნავთ ცხოველებზე, თქვენ?!“ დასკვნით ეტაპს.