2024 წლის 11 მარტს “ევროპის უნივერსიტეტს” “ჰორიზონტი ევროპა” საქართველოს ეროვნული ოფისის წარმომადგენლები – “ჰორიზონტი ევროპის” საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი ლევან ხეცურიანი, “ჰორიზონტი ევროპის“ საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ლუკა ქემოკლიძე, გაფართოების სვეტის ეროვნულის საკონტაქტო პირი ნინო როდონაია, ჯანმრთელობის კლასტერის ეროვნული საკონტაქტო პირი ნინო ნანავა ვიზიტით ეწვივნენ.
სამუშაო შეხვედრის მსვლელობისას, ეროვნული ოფისის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას ჰორიზონტი ევროპის შესაძლებლობები გააცნეს, განხილული იყო მიმდინარე საგრანტო პროგრამები ჯანმრთელობის (Health), გაფართოების (Hop On Facility) და კლასტერული დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობები.
სამუშაო შეხვედრის მეორე ნაწილმა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა.
სამუშაო შეხვედრას “ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.