მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

„ევროპის უნივერსიტეტის“ სტომატოლოგიური კლინიკა „EU DENT” სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვის სტაჟირებას აცხადებს

evropis-universitetis-stomatologiuri-klinika-eu-dent-stomatologiis-programis

„ევროპის უნივერსიტეტის“ სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის „ევროპის უნივერსიტეტის“ სტომატოლოგიურ კლინიკაში „ეუ დენტი“ სტომატოლოგის ასისტენტის პოზიციაზე სტაჟირების გავლის მიზნით კონკურსი გამოცხადდა.

კონკურსის შედეგად შერჩეული ქართულენოვანი პროგრამის 10 სტუდენტი და ინგლისურენოვანი პროგრამის 10 სტუდენტი “ეუ დენტში“ სტაჟირებას 6 თვის განმავლობაში (მარტი – აგვისტო) გაივლის.

სამუშაო გრაფიკი: არასრული განაკვეთი, ფიქსირებული სამუშაო საათებით.

სტომატოლოგის ასისტენტის ძირითადი ფუნქციები იქნება:

  • სხვადასხვა პროფილის ექიმი-სტომატოლოგის ასისტირება მკურნალობის პროცესში;
  • სამუშაო ადგილის ორგანიზება და მოვლა;

კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელი მოთხოვნებია:

  • GPA > 3;
  • სწავლის საფეხური – სტომატოლოგიის (ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი) პროგრამის ნებისმიერი სემესტრის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

კონკურსის შესარჩევი ეტაპი მოიცავს ორ საფეხურს:

  • სამოტივაციო წერილი
  • გასაუბრება

დაინტერესებულმა სტუდენტებმა 29 თებერვლამდე გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: eudent@eu.edu.ge

მნიშვნელოვანი თარიღები:

გასაუბრება კონკურსანტებთან: 4-7 მარტი. 

კონკურსის შედეგების გამოქვეყნება: 11 მარტი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *