“ევროპის უნივერსიტეტში” 2023 – 2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობით სარგებლობის მსურველ სტუდენტთა განცხადებების მიღება საბაკალავრო, ინტეგრირებულ და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე 19 თებერვლიდან – 23 თებერვლის ჩათვლით იწარმოებს.
გაეცანით ევროპის უნივერსიტეტში შიდა მობილობით მისაღებ სტუდენტთა ვაკანტური ადგილების რაოდენობას საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით:
სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი:
- სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ვაკანტური ადგილი, შიდა მობილობა გამოცხადებულია II, IV და VI სასწავლო სემესტრებზე;
- ინფორმატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ვაკანტური ადგილი, შიდა მობილობა გამოცხადებულია II და IV სასწავლო სემესტრებზე;
- საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ვაკანტური ადგილი, შიდა მობილობა გამოცხადებულია IV და VI სასწავლო სემესტრებზე;
- ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ვაკანტური ადგილი, შიდა მობილობა გამოცხადებულია II და IV სასწავლო სემესტრებზე;
- ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ვაკანტური ადგილი, შიდა მობილობა გამოცხადებულია II, IV და VI სასწავლო სემესტრებზე.
სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტი:
- ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამა – 10 ვაკანტური ადგილი, შიდა მობილობა გამოცხადებულია II და IV სასწავლო სემესტრებზე.
მედიცინის ფაკულტეტი:
- ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია ყველა სასწავლო სემესტრზე.
სტომატოლოგიის ფაკულტეტი:
- სტომატოლოგიის (ინგლისურენოვანი) ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა – 10 ვაკანტური ადგილი, შიდა მობილობა გამოცხადებულია ყველა სასწავლო სემესტრზე;
- სტომატოლოგიის (ქართულენოვანი) ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ვაკანტური ადგილი, შიდა მობილობა გამოცხადებულია ყველა სასწავლო სემესტრზე.
სწავლის საფასური:
- მედიცინის ფაკულტეტზე ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე შიდა მობილობით გადასული სტუდენტებისთვის წლიური სწავლის საფასური განისაზღვროს 4500 ლარით;
- სტომატოლოგიის ფაკულტეტზე სტომატოლოგის ინგლისურენოვან ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე შიდა მობილობით გადასული სტუდენტებისთვის წლიური სწავლის საფასური განისაზღვროს 4500 დოლარით (ექვივალენტი ლარში), ხოლო სტომატოლოგიის ქართულენოვან ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე 5600 ლარით;
- სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტზე ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაზე შიდა მობილობით გადასული სტუდენტებისთვის წლიური სწავლის საფასური მე-2 სემესტრელებისთვის განისაზღვროს 4500 ლარის ოდენობით, ხოლო მე-3 სემესტრელებისთვის 3500 ლარის ოდენობით;
- სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე შიდა მობილობით გადასული სტუდენტებისთვის წლიური სწავლის საფასური განისაზღვროს შესაბამის კურსზე დადგენილი სწავლის საფასურის ოდენობით.