“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტთა ინიციატივით და „სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის“ ორგანიზებით გამართულ მინი ფეხბურთის ტურნირში, სამი გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა.
პირველი ადგილი უცხოელი სტუდენტებისგან შემდგარმა გუნდმა – „Gaza“- მ მოიპოვა, მეორე ადგილზე ქართველი სტუდენტებისგან შემდგარი გუნდი – „ორობოროსი“ გავიდა, მესამე ადგილი კი ქართველი სტუდენტებისგან შემდგარმა გუნდმა – „სტოლბი“ დაიკავა.
გამარჯვებულ გუნდებს, პრიზების სახით, შესაბამისი თასები და სითი მოლის ვაუჩერები გადაეცათ. პირველ ადგილზე გასული გუნდი კი “ევროპის უნივერსიტეტის” სახელით სტუდენტურ უნივერსიადაზე იასპარეზებს.
ტურნირში, რომელმაც სტარტი 2023 წლის 5 დეკემბერს აიღო, 200-მდე ქართველმა და უცხოელმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.