მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით ქრონიკული დაავადებების შესახებ პირველი მასშტაბური კონფერენცია გაიმართა

evropis-universitetis-endokrinologiis-departamentis-organizebit-kronikuli-daavadebebis

31 იანვარს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში “ევროპის უნივერსიტეტის“ აფილირებული პროფესორის და ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის რამაზ ყურაშვილის ორგანიზებით კონფერენცია თემაზე: “ქრონიკული დაავადებების რისკის ფაქტორებიდან ინტერვენციულ პრევენციამდე“ გაიმართა.

კონფერენციაზე ასევე გაიმართა რამაზ ყურაშვილის ავტორობით გამოცემული წიგნის “დიაბეტის ლექსიკონი – ტერმინები და მათი განსაზღვრა“ პრეზენტაცია.

კონფერენციაზე მოხსენებით “ევროპის უნივერსიტეტის“ ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები: – “ევროპის უნივერსიტეტის” აფილირებული პროფესორი, ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი რამაზ ყურაშვილი, ⁠”ევროპის უნივერსიტეტის” აფილირებული ასოცირებული პროფესორი ლალი ნიკოლეიშვილი, ⁠”ევროპის უნივერსიტეტის” ასოცირებული პროფესორი მედეა ამაშუკელი,  “ევროპის უნივერსიტეტის” ასისტენტ პროფესორი ⁠ნათია ჩხეიძე, ⁠”ევროპის უნივერსიტეტის” მოწვეული ლექტორი თამარ ზერეკიძე, “ევროპის უნივერსიტეტის” პროფესორი ⁠მაკა ბულეიშვილი წარდგნენ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *