22-23 იანვარს პერსონალის მენეჯმენტის უნივერსიტეტის (პოლონეთი) ლექტორი რობერტ ადამჩიკი „ევროპის უნივერსიტეტს“ ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში ეწვია.
რობერტ ადამჩიკმა წაიკითხა ლექციები როგორც “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებისთვის, ისე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. კრიზისისა და კრიზისული სიტუაციების დროს კომუნიკაციის მიზნების შესახებ ლექცია ჩატარდა სტუდენტებთან, ხოლო პერსონალთან განხილულ იქნა კომუნიკაციის მთავარი წესები და “PR ქმედებები” აღნიშნულ სიტუაციებში.
რობერტ ადამჩიკმა პოტენციური, კრიზისული სიტუაციების მართვის შესახებ ისაუბრა და განმარტა „ოქროს საათის“ კონცეფცია. დისკუსიები გაიმართა კრიზისულ სიტუაციებში დაშვებულ შეცდომებთან დაკავშირებით, რის შემდეგაც ლექტორმა დამსწრე აუდიტორიას გააცნო ათი წესი მართებული კომუნიკაციისათვის.
ლექციები ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. დასასრულს კი ყველა მონაწილე დასწრების სერტიფიკატით დაჯილდოვდა.