2023-2024 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრისთვის სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან „ევროპის უნივერსიტეტში“ მობილობით სწავლის გაგრძელების მსურველთათვის ელექტრონულ პორტალზე (https://students.emis.ge/) რეგისტრაცია 30 იანვარს დაიწყება.
გაზაფხულის სემესტრისთვის „ევროპის უნივერსიტეტში“ სწავლის გაგრძელების მსურველთათვის სწავლის საფასურთან დაკავშირებით სპეციალური შეთავაზება იმოქმედებს:
ერთსაფეხურიან, საბაკალავრო და ვეტერინარიის ინტეგრირებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველ პირს, რომლის GPA შეადგენს 3.4 და მეტს, სწავლის საფასური გაუნახევრდება.
შენიშვნა: სტუდენტებს განახევრებული გადასახადი შეუნარჩუნდებათ მომავალ სემესტრებშიც იგივე GPA-ის შენარჩუნების შემთხვევაში.
„ევროპის უნივერსიტეტი“ გაზაფხულის სემესტრისთვის მიღებას შემდეგ პროგრამებზე აცხადებს:
სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი:
ა) სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 30 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია II, IV და VI სასწავლო სემესტრებზე;
ბ) საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 15 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია IV და VI სასწავლო სემესტრებზე;
გ) ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 30 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია II, IV და VI სასწავლო სემესტრებზე;
დ) ინფორმატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 30 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია II და IV სასწავლო სემესტრებზე;
ე) ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 20 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია II და IV სასწავლო სემესტრებზე;
ვ) მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია II სასწავლო სემესტრზე;
ზ) განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია II სასწავლო სემესტრზე;
მედიცინის ფაკულტეტი:
ა) დიპლომირებული მედიკოსის (ქართულენოვანი) ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა – 22 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია I, II, III , IV , V და VI სასწავლო სემესტრებზე;
ბ) ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა – 30 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია ყველა სასწავლო სემესტრზე.
სტომატოლოგიის ფაკულტეტი:
ა) სტომატოლოგიის (ქართულენოვანი) ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა – 22 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია ყველა სასწავლო სემესტრზე;
სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტი:
ა) ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 10 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია II და IV სასწავლო სემესტრებზე.
სწავლის საფასური პროგრამების მიხედვით:
მობილობასთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე +995 32 2000171 ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: Info@eu.edu.ge.