სხვა სიახლეები

განათლების საერთაშორისო დღეს „ევროპის უნივერსიტეტში“ ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადის დაჯილდოება გაიმართა

ganatlebis-saertashoriso-dghes-evropis-universitetshi-kartuli-enisa-da-literaturis

24 იანვარს, განათლების საერთაშორისო დღეს, „ევროპის უნივერსიტეტში“ ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადის „განათლება ქმნის მომავალს“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

„ევროპის უნივერსიტეტის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 200-მდე მე-12 კლასელმა მიიღო. აბიტურიენტებმა განათლებასთან დაკავშირებულ თემებზე ესეები ორ ქალქში, თბილისსა და ქუთაისში, შეასრულეს.

შემაჯამებელ ღონისძიებაზე „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორმა ნინო ტალიაშვილმა დამსწრეებს განათლების საერთაშორისო დღე მიულოცა და ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადასცა, საპრიზო ადგილზე გასული მოსწავლეები კი სპეციალურად დაწესებული გრანდიოზული პრიზებით დაჯილდოვდნენ.

პირველი ადგილი ზესტაფონის მესამე სკოლის მოსწავლემ მარიამ დარბაიძემ დაიკავა და საჩუქრად MacBook Air გადაეცა. მეორე ადგილზე ასევე ზესტაფონის მესამე სკოლის მოსწავლე მარიამ გიორგობიანი გავიდა, რომელიც IPad-ით დაჯილდოვდა. მესამე ადგილი და Samsung Galaxy Tablet კი ქუთაისის N1 საჯარო სკოლის აბიტურიენტს, კესო ყუბანეიშვილს ერგო.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *