„ევროპის უნივერსიტეტში“ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის მიერ სტუდენტთა გამოკითხვის შედეგად დაგეგმილი საჯარო ლექციების სერია იწყება.
18 იანვარს, 18:00 საათზე, „ევროპის უნივერსიტეტის“ აფილირებული ასისტენტ-პროფესორი და სოციალური ფსიქოლოგიის დოქტორანტი ანნა გვეტაძე ლექციას თემაზე “ადამიანის ქცევაზე მოქმედი სოციალური ფაქტორები, მედია გავლენები და გავლენებისგან თავდაცვის მექანიზმები” გამართავს.
საჯარო ლექციაზე დასწრება თავისუფალია.
მისამართი: სარაჯიშვილის ქუჩა N17, ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის კორპუსი, ოთახი 507.