“ევროპის უნივერსიტეტის” მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი გიორგი ბერაია “ერაზმუს+” საერთაშორისო კრედიტმობილობის ფარგლებში, იტალიის ქალაქ პესკარაში, „გ. დ’ანუნციო” ჩიეტი-პესკარას უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ისწავლის.
გიორგი ბერაიას მგზავრობის და სწავლის ხარჯების ანაზღაურებასთან ერთად ყოველთვიური სტიპენდიაც დაენიშნება.
აღსანიშნავია, რომ „ევროპის უნივერსიტეტიდან“ გიორგი ბერაია პირველი სტუდენტია, რომელიც იტალიაში “ერაზმუს+” მობილობის ფარგლებში „გ. დ’ანუნციო” ჩიეტი-პესკარას უნივერსიტეტში ისწავლის.