სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებისთვის სამხედრო მოსამსახურეებმა შეხვედრა გამართეს

19 დეკემბერს “ევროპის უნივერსიტეტში” სტუდენტებისთვის სამხედრო მოსამსახურეებმა პროექტის “ჩვენი ჯარი” ფარგლებში შეხვედრა გამართეს.

სტუდენტებს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეით ბრიგადის ოცეულის მეთაური ლეიტენანტი ხატია ციხელაშვილი და პირველი კლასის რიგითი ანა გოცაძე შეხვდნენ.

მეთაურ ლეიტენანტი ხატია ციხელაშვილი და რიგითი ანა გოცაძე სტუდენტებს საქართველოს სამხედრო ისტორიის, ჯარისკაცის პროფესიის, “თავდაცვის ახალი კოდექსის”, საქართველოს თავდაცვის ძალების პრიორიტეტებისა და მიზნების შესახებ ესაუბრნენ.

ახალგაზრდებმა ჯარისკაცებისგან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის, აქტიური რეზერვის, სამხედრო განათლების მიღებისა და სამხედრო კარიერის გაგრძელების შესაძლებლობებზე დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის სესიით დასრულდა.

საქართველოს თავდაცვის ძალების მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების უნივერსიტეტებსა და სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. თავდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტი სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის ხელშეწყობასა და ჯარის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *