19 დეკემბერს “ევროპის უნივერსიტეტს” სსიპ საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორი ეკატერინე ქარდავა ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
სამართლის, განათლების, ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა ეკა კაველიძემ კვლევითი ცენტრის დირექტორს ფაკულტეტის სტრუქტურა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო, ასევე, უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმი, ზურაბ ჟვანიას სახელობის საპარლამენტო დარბაზი და საქართველოს კონსტიტუციის სახელობის დარბაზი დაათვალიერებინა.
შეხვედრის დასასრულს მხარეებს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.
მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი ღონისძიებები, რომელთა განხორციელებაშიც აქტიურად ჩაერთვებიან “ევროპის უნივერსიტეტის” სამართლის პროგრამის სტუდენტები.