ექიმი რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას გაუძღვა.
ლექციის ფარგლებში მანანა მგალობლიშვილმა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ისაუბრა და სტუდენტებს აღნიშნულ საკითხზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და კითხვა-პასუხის სესიით დასრულდა.
საჯარო ლექციას “ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.