14 დეკემბერს, კიბერინციდენტებზე სწრაფი რეაგირების ეროვნული ჯგუფის უფროსმა გიორგი პირველმა “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა.
საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე “კიბერუსაფრთხოება, როგორც პროფესია”, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა ევროკავშირის სტანდარტით გათვალისწინებული კიბერუსაფრთხოების როლები, მათი ძირითადი ფუნქციები, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტების მოთოხვნის სტატისტიკა, ანაზღაურება და სამომავლო მაჩვენებლები მსოფლიოს მასშტაბით.
ლექცია კითხვა-პასუხის სესიით დასრულდა, სადაც სტუდენტებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღეს ინფორმაცია.