სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტში” სტუდენტებისთვის სამხედრო მოსამსახურეები შეხვედრას გამართავენ

19 დეკემბერს, 12:00 საათზე, “ევროპის უნივერსიტეტში“ სტუდენტებისთვის სამხედრო მოსამსახურეები პროექტის “ჩვენი ჯარი“ ფარგლებში შეხვედრას გამართავენ.

სტუდენტებს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის შესახებ ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრის (JTEC) სამხედრო მოსამსახურე მასტერ-სერჟანტი დავით გაზდელიანი და თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეით ბრიგადის ოცეულის მეთაური ლეიტენანტი ხატია ციხელაშვილი შეხვდებიან.

მასტერ-სერჟანტი დავით გაზდელიანი და ლეიტენანტი ხატია ციხელაშვილი  ახალგაზრდებს ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ  ცვლილებებსა და სიახლეებს დეტალურად აცნობენ. თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მათ თავდაცვის ძალებში მოხვედრის, სამსახურის, სამხედრო განათლების მიღებისა თუ ჯარში კარიერული წინსვლის შესაძლებლობებსა და ფორმებზე  ესაუბრებიან.

შეხვედრაზე დასწრება შეუძლია „ევროპის უნივერსიტეტის“ ყველა პროგრამის სტუდენტს.

პროექტს „ჩვენი ჯარი“ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს და რამდენიმე წელია, თბილისისა და რეგიონების სკოლებში წარმატებით მიმდინარეობს.

დასწრების მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა 19 დეკემბრამდე: სარეგისტრაციო ფორმა

ადგილმდებარეობა: ევროპის უნივერსიტეტი, გურამიშვილის გამზირი, ოთახი 505.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *