სხვა სიახლეები

მესამე სამეცნიერო კონფერენციაზე “განათლება, ტექნოლოგიები და ინოვაცია” მთავარი მომხსენებელი ფაბიო ნაშიმბენი იქნება

მესამე სამეცნიერო კონფერენციაზე “განათლება, ტექნოლოგიები და ინოვაცია” მთავარი მომხსენებელი, ევროპის განათლების ფონდის (ETF) ადამიანური კაპიტალის განვითარების ექსპერტი, ფაბიო ნაშიმბენი იქნება. მისი საქმიანობის ძირითად ფოკუსს წარმოადგენს დიგიტალიზაციის და სწავლის ინოვაციები.

ფაბიო ნაშიმენი ისაუბრებს თემაზე: “ინკლუზიური და ეფექტური ციფრული განათლების პოლიტიკის ხელშეწყობა ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ’.

საერთაშორისო კონფერენცია “განათლება ტექნოლოგიები და ინოვაცია” ორგანიზებულია “ევროპის უნივერსიტეტის” მიერ ქუთაისის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

ფაბიო ნაშიმბენის გააჩნია 25-წლიანი გამოცდილება ინოვაციებისა და ციფრული განათლების სწავლის სფეროში; იგი მუშაობდა ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა ევროკომისია, შსო და UNICEF.

აქვს მრავალწლიანი გამოცდილება კვლევითი და ინოვაციური პროექტების შემუშავებისა და კოორდინირების (50-ზე მეტი პროექტი) ევროპის, ლათინური ამერიკისა, კარიბის, ხმელთაშუა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში. მისი ძირითადი კვლევითი ინტერესებია ღია განათლება, ციფრული წიგნიერება, ციფრული ინკლუზია. ის არის ევროპული დისტანციური და ელექტრონული სწავლების ქსელის (EDEN) უფროსი სტიპენდიატი და სან-პაულუს უნივერსიტეტის CEST ცენტრის წევრი (ბრაზილია) და ტურინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის Nexa-ს ცენტრის წევრი.

კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია: https://iceti.eu.edu.ge/

კონფერენცია გაიმართება 15 დეკემბერს დისტანციურ რეჟიმში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *