23-25 ნოემბერს სოფიო ხუნდაძე, ევროპის უნივერსიტეტის ვიცე–რექტორი ხარისხის განვითარების მიმართულებით, პორტუგალიის ქალაქ ავეიროში “ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ფორუმი 2023”-ს დაესწრო.
ფორუმს, რომელიც ინტერნაციონალიზაციას ცვალებად სამყაროში, ხარისხის უზრუნველყოფის ახალ ტენდენციებს და გამოწვევებს ეხებოდა, ავეიროს უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
2023 წელს ფორუმმა ერთ სივრცეში გააერთიანა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ხარისხის განვითარების მიმართულებით, სტუდენტები, მკვლევრები და ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების წარმომადგენლები.
ფორუმის მონაწილეებმა განიხილეს ევროპული პოლიტიკა და ტენდენციები, კვლევები და პრაქტიკული მაგალითები ფორუმის თემასთან დაკავშირებით, მიმდინარე მოვლენები ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით.
“ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ფორუმი” წარმოადგენს პლატფორმას დისკუსიისთვის, სივრცეს პროფესიული განვითარებისთვის და მსოფლიოს მასშტაბით დარგის წამყვან პირებთან გამოცდილების გაცვლის შესაძლებლობას.