საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტმა” ვურცბურგ-შვაინფურტის გამოყენებით მეცნიერებათა ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა

ვურცბურგ-შვაინფურტის (გერმანია) გამოყენებით მეცნიერებათა ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორი რაინერ ვენერი და საერთაშორისო ურთიერთობების ოფიცერი მარკუს ენგერტი “ევროპის უნივერსიტეტს” სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ.

“ევროპის უნივერსიტეტის” წარმომადგენლები, მათ შორის რექტორი, ვიცე-რექტორი, დეკანი, კვლევის მხარდაჭერის ცენტრის ხელმძღვანელი და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მენეჯერები აქტიურად ჩაერთნენ სამუშაო შეხვედრებში, რომელთა შედეგადაც ურთიერთგაგების მემორანდუმი და ორმხრივი გაცვლითი ხელშეკრულება გაფორმდა.

მხარეები შეთანხმდნენ საერთაშორისო მენეჯმენტში ორმაგი ხარისხის პროგრამის განვითარების პოტენციალის შესწავლაზე, რა მიზნითაც ორივე ინსტიტუტმა დაფინანსების მოსაპოვებლად ერთობლივი განაცხადის წარდგენა გადაწყვიტა. ასევე გამოიკვეთა “ერაზმუს+” გაცვლითი პროგრამების განხორციელების სურვილი ka171-ის პროგრამის ფარგლებში და ახალმა პარტნიორებმა ერთმანეთი თითოეულის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კვირეულებს და კონფერენციებზე მიიწვიეს.

აღსანიშნავია, რომ ვურცბურგ-შვაინფურტის გამოყენებითი მეცნიერებათა ტექნიკური უნივერსიტეტი ოფიციალურად გახდა “ევროპის უნივერსიტეტის” მესამე პარტნიორი გერმანიაში. ეს თანამშრომლობა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საერთაშორისო პარტნიორობისა და აკადემიური გაცვლის ხელშეწყობის თვალსაზრისით, რაც ხაზს უსვამს ევროპის უნივერსიტეტის ერთგულებას ინტერნაციონალიზაციის მიმართ.

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *