სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტში” სამართლებრივი დახმარების ცენტრი საქმიანობას აგრძელებს

“ევროპის უნივერსიტეტის” სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაზაზე ფუნქციონირებს “სამართლებრივი დახმარების ცენტრი“.

ცენტრის ძირითადი საქმიანობაა პროფესიონალი იურისტების ზედამხედველობით და სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების ჩართულობით მოქალაქეებისთვის უფასო სამართლებრივი მომსახურების გაწევა, როგორცაა:

•    იურიდიული კონსულტაცია;
•    განცხადების შედგენა;
•    ხელშეკრულების პროექტის მომზადება;
•    ხელშეკრულების რევიზია/კორექტირება;
•    სარჩელის, საჩივრის მომზადება;
•   სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე  სასმართლოს  პირველ ინსტანციაში წარმომადგენლობა;
•    სახელმწიფო და სხვა  ადმინისტრაციულ ორგანოებში წარმომადგენლობა.

სამართლებრივი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის  ეთიკის კომისიის წევრი და “ევროპის უნივერსიტეტის“ ასოცირებული პროფესორი ოთარ კაჭკაჭაშვილია.

“ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლებრივი დახმარების ცენტრი, წლების განმავლობაში არა ერთ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს დაეხმარა, სასამართლო პროცესების წარმართვაში, ადმინისტრაციული თუ სამოქალაქო სამართლის მიმართულებით.

ცენტრის საქმიანობის ფარგლებში სტუდენტები იძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რადგან უშუალოდ არიან ჩართული კონსულტაციის გაწევაში, სხვადასხვა დოკუმენტის მომზადებასა და კლიენტის ინტერვიურების პროცესში.

აღსანიშნავია, რომ “ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტების ინიციატივით “სამართლებრივი დახმარების ცენტრმა“, 2022 წელს მოამზადა კონსტიტუციური სარჩელი,  ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წესთან დაკავშირებით.

საკონსტიტუციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა სტუდენტების კონსტიტუციური სარჩელი, რის შედეგადაც,  აბიტურიენტებს საშუალება აქვთ ხელახლა გავიდნენ საგნის ტესტირებაზე იმ შემთხვევაში, თუ გამოცდის გაცდენა გამოწვეულია ობიექტურად არსებული საპატიო მიზეზით.

აღნიშნული წარმოადგენს უპრეცედენტო შემთხვევას საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდების არსებობის მანძილზე.

“ევროპის უნივერსიტეტის” “სამართლებრივი დახმარების ცენტრთან” დასაკავშირებლად ნებისმიერ პირს შეგიძლიათ, მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: +995 32 2 000 171

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *